მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინებს აჩუქებს - ირაკლი ღარიბაშვილი

60df115a11b0f
ინგა მურუსიძე
02.07.21 17:25
3734
ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა - ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

პრემიერის თქმით, საკითხზე საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

შეგახსენებთ: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ 20 მლნ დოზა ვაქცინას სხვადასხვა ქვეყნებს საჩუქრად გადასცემს, მათ შორის არის საქართველო.

საუბარია „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონი&ჯონსონის“ ვაქცინის 20 მილიონ დოზაზე.