"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სიტყვა კორუმპირებულს არ ამბობს.
"არ ვამბობ ამ სიტყვას", - უპასუხა მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს "რუსთავი 2"-ის ეთერში, დებატებისას.
მის კითხვას, პოლიტიკურად შეგიძლიათ შეაფასოთ, თქვენი წინამორბედი კორუმპირებული არის თუ არა? - კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა: არ ვიტყვი მაგ სიტყვას - პრინციპულად არ ვიტყვი, განა რამე არ ვიცი... დანარჩენი ყველაფერი შეფასება სასამართლომ.
- [გრიგოლ] ლილუაშვილზე? - ჩაეკითხა ნიკა ობოლაძე.
- არც ლილუაშვილზე...
- რატომ ზის ეს ხალხი, გამოუშვით...
- ლოგიკას არ უნდა ასცდეთ, ბატონო ნიკა. ის რომ მე კონკრეტულ სიტყვას არ ვამბობ, არ ნიშნავს რომ არ უნდა იჯდეს... ლოგიკას ვერ ხვდებით. მწყობრი აზროვნების უნარი ვერ გამოავლინეთ ამ შემთხვევაში...
- რატომ ზის ღარიბაშვილი, ლოგიკურად გავყვეთ...
- კონკრეტულ დანაშაულებზე, კონკრეტული მუხლების მიხედვით...
- და რა არის ეს მუხლი, ხომ არ იცით შემთხვევით?
- კორუფცია არ ჰქვია მაგ მუხლს...
- ანუ კორუფციული დანაშაული არ არის? არ მოუპარავს ფული? თქვენი ინფორმაცია რა არის?
- შეიძლება ადამიანი მკვლელობისთვის იხდიდეს სასჯელს, მაგრამ შეიძლება მე კონკრეტული მიზეზის გამო მკვლელი არ დავუძახო...
- ანუ შეიძლება იყოს კორუმპირებული მაგრამ თქვენ არ იტყვით?
- დიახ
- სასამართლომ რომ თქვა არ არისო, რადგან ის მუხლი არ არის კორუფციის? ე.ი სასამართლოც მალავს?
- თქვენ საერთოდ აცდით ლოგიკას...
- არაფერს არ ავცდი, ღარიბაშვილი არის თუ არა კორუმპირებული წესიერად პასუხი არ გაქვს.
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
რას ედავება გამოძიება დაკავებულ ირაკლი ღარიბაშვილს?
რისთვის დააპატიმრეს ღარიბაშვილი და რატომ არ არის მის ბრალში სამოხელეო დანაშაული?




























