თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერია, რომელიც პატიოსნებით და პროფესიონალიზმით უძღვება საქმეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს შეეხებოდა.
"გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო, თავისი ქმედებებით და განცხადებებით", - განაცხადა კალაძემ და განმარტა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება.
„პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























