მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში მენთოლის და ხილის არომატიზატორებიანი ელექტრო სიგარეტის დისტრიბუცია აიკრძალება

5e0f303c8b6b5
ნათია თაქთაქიშვილი
03.01.20 19:25
2083
ახალგაზრდებში ელექტრო სიგარეტის გაზრდილი მოხმრების გამო, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აშშ-ში მენთოლის და ხილის არომატიზატორებიანი ელექტრო სიგარეტის დისტრიბუცია აკრალა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes წერს.

აკრძალვა ძალაში 30 დღის შემდეგ შევა და კომპანიები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ახალ რეგულაციას, მკაცრად დაისჯებიან.

"დღევანდელი ჩვენი ქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. პოტენციურად ელექტრონული სიგარეტი ზიანის მომტანია მოზრდებისთვის“, - აცხადებს სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებული კველვების მიხედვით,  საშუალო სკოლის 5 მილიონზე მეტი მოსწავლე იყო ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი, ხოლო სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აღნიშნული რიცხვი საგანგაშოდ მიიჩნია.