მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სტუდენტური სესხის გადახდები შეიძლება, 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერდეს

5e9060a5a54d1
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.20 16:46
1174
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "თეთრ სახლში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში სტუდენტური სესხის გადახდები შესაძლოა, 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი ავრცელებს.

ამჟამად სტუდენტური სესხის დაფარვები 30 სექტემბრამდე არის შეჩერებული და სესხებზე ნულოვანი საპროცენტო განაკვეთია.

გარდა ამისა, ტრმპმა გააკეთა განცხადება 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ კოლეჯებზე, უნივერსიტეტებზე, სასწავლო დაწესებულებებზე გადანაწილდება და ასევე იმ სტუდენტებზე, ვისზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ.

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში სტუდენტური სესხის ჯამური რაოდენობა 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აშშ-ში ამჟამად საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია და სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით ხორციელდება.