მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასობით მოქალაქე „სითი პარკის“ გამოწერილი ჯარიმებისგან გათავისუფლდება - გაბუნია

5ed8a8e20fe75
ინგა მურუსიძე
04.06.20 12:40
1082
ათასობით მოქალაქე „სითი პარკის“ მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე გამოწერილი ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლდება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინციატივას, რაც ითვალისწინებს „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისგან. საქმე  შეეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის დრომდე. ჯამში ასეთი ჯარიმების მოცულობა დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს და კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად გათავისუფლება ამ ფინანსური ვალდებულებისგან“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის და პარლამენტი მას მხარს უჭერს.