მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აუცილებლად გვექნება ახალი ვაგონები, ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს EBRD”- კალაძე

6231a0be897c1
BM.GE
16.03.22 12:35
1109
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეაჩერა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი რუსულ კომპანია Метровагонмаш-თან. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, რუსულმა კომპანია Метровагонмаш-მა გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მოცულობა 49.2 მილიონი ევრო (175 მილიონი ლარი) იყო, შესაბამისად, ბიუჯეტი ერთ ვაგონში 1.1 მილიონ ევროს, ანუ 3.97 მილიონ ლარს იხდიდა.

დღეს ტენდერს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საკმაოდ ხანგრძლივ ტენდერში EBRD-ის პროცედურების შესაბამისად, რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა. კალაძე ამბობს, რომ თბილისს ახალი ვაგონები აუცილებლად ექნება და შესყიდვასთან დაკავშირებით EBRD-ის შემდგომ ნაბიჯებს ელიან.

“ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

რაც შეეხება უშუალოდ ვაგონების შესყიდვას, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში. ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ჩვენც ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, თანხის გადარიცხვა შეჩერებულია, იმიტომ, რომ არ ვიცით, თუ რომელ კომპანიებს დაეკისრება სანქციები. საბოლოოდ, ჩვენს დედაქალაქს აუცილებლად ექნება ახალი მეტროს ვაგონები, რომლითაც მოსახლეობას მოვემსახურებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საკითხთან დაკავშირებით თავად EBRD-ს განცხადება არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები