ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. აუდიტის სამსახურის ანგარიში ბიუჯეტის მეორე წარდგენის დოკუმენტს ეხება, რომლითაც მთავრობა 2021 წელს სახელმწიფო ვალს 3.6 მილიარდი ლარით ზრდიდა, თუმცა უკვე გამოქვეყნდა ბიუჯეტის მესამე წარდგენის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 2021 წელს 5.27 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღება არის დაგეგმილი. შესაბამისად, გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში ვალის მოცულობა 72%-იან ნიშნულზე უფრო მეტად გაიზრდება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 32 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6 მლრდ ლარით (12.7%-ით) აღემატება. სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდა გამოწვეულია, როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის მოცულობის ზრდით, თუმცა წინა წლის მსგავსად, საგარეო ვალის ზრდის ეფექტი სახელმწიფო ვალის ნაზრდში გაცილებით დიდია. კერძოდ, იგი გაზრდილი მოცულობის 73.4%-ს შეადგენს.
კანონპროექტს თან ახლავს „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის“ დოკუმენტი (DSA) 2021- 2030 წლებისათვის. დოკუმენტში განხილულია რეალური მშპ-ის ზრდის, რეალური საპროცენტო განაკვეთის, სახელმწიფო ბიუჯეტი პირველადი ბალანსის, ნომინალური გაცვლითი კურსის, კომბინირებული და პირობითი ვალდებულებების შოკები. აღსანიშნავია, რომ ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ორგანული კანონით დადგენილი 60%-იანი ნიშნულის ქვემოთაა, თუმცა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შოკის (30%-იანი ერთჯერადი გაუფასურების) შემთხვევაში, მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი სცდება 60%-იან ლიმიტს და 72.1%-ს აღწევს," - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
დღესვე აუდიტის სამსახურმა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წელს ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 1.84 მილიარდი ლარით გაიზარდა.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს დამატებით 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს, რის შედეგადაც ვალის ფარდობა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს.
2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 13.6%-ით, ევროსთან მიმართებით კი 19%-ით გაუფასურდა. სწორედ ამ ორ ვალუტაში არის ნომინირებული საქართველოს საგარეო სესხების უდიდესი ნაწილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა