მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების სისტემური შესრულების მაჩვენებელი დაბალია - მექვაბიშვილი

5efb2854d6da3
BM.GE
30.06.20 16:00
753
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების სისტემური შესრულების მაჩვენებელი 26%-ია, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიში წარადგინა.

"გაცემული რეკომენდაციების სისტემური შესრულება არის 26% და ეს დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მაჩვენებლის ზრდა გადამწყვეტი არ არის. მნიშვნელოვაია, თუ როგორი შედეგი დგება და როგორ სარგებელს ვიღებთ ამ რეკომენდაციების შესრულებისგან", - განაცხადა მექვაბიშვილმა და რამდენიმე მაგალითი დაასახელა, თუ როგორ დაიწყო მუშოაბა რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

"შედეგები გვაქვს მათ შორის სამსახურეობრივი ავტომობილის გამოყენების, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით და მათ შემცირებაზე. პრობლემის აღმოხვრაზე მუშაობა დაწყებულია", - თქვა მექვაბიშვილმა.