მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები გამოავლინა

644d474051807
ალა ისპირიანი
29.04.23 20:44
775
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. კვლევისას, საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები გამოვლინდა.

აუდიტის თანახმად, რიგ შემთხვევებში საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურების განსაზღვრის დროს არაერთგვაროვანი მიდგომა ფიქსირდება, რაც არ არის საკმარისად დასაბუთებული.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით გამოითვლება.

„შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო ექსპერტების მოძიების, შერჩევისა და ექსპერტთა კორპუსში შეყვანის წესში გათვალისწინებული არ იყო დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც ცენტრი გამჭვირვალედ და ობიექტურად განახორციელებდა ექსპერტების მოძიებას, შერჩევასა და ექსპერტთა კორპუსში შეყვანის პროცესების წარმართვას. აღნიშნული ნაკლოვანება გასწორდა აუდიტის მიმდინარეობისას „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის, ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესში“ 2022 წლის 30 აგვისტოს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

2018-2021 წლებში ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებზე, შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია სულ − 287,225 ევრო. საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება მერყეობს, საშუალოდ, 1,875 ევროდან 4,500 ევრომდე. შრომის ანაზღაურების სახით გადასახდელი თანხების ოდენობა ძირითადად განსაზღვრულია მხარეთა მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობით. რიგ შემთხვევებში, სათანადოდ არ არის დასაბუთებული შრომის ანაზღაურებაზე მოქმედი ფაქტორების (მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის საჭირო თანხები, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და სამუშაოს დაწყების ვადები) მსგავსების პირობებში, შრომის ანაზღაურების მოცულობის თაობაზე არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება“, - წერს აუდიტი.

საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურება უნივერსიტეტების მიხედვით:




რეკომენდაცია: შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შრომის ანაზღაურების ოდენობაზე მოქმედი ფაქტორები სრულად იქნეს გათვალისწინებული და სათანადოდ დასაბუთებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები