მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ველოდებით - ქვრივიშვილი

621620447fc40
მარიამ ვარადაშვილი
23.02.22 15:53
559
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია საავიაციო ფორუმის Connect 2022 -ში მონაწილეობს, რომელზეც 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანია და 280-ზე მეტი აეროპორტია წარმოდგენილი.

მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო ბაზარი პანემიის შემდეგ სწრაფად ვითარდება, რაზეც ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების ზრდა მიუთითებს.

“2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფრენები სრულდება 235-240 სიხშირით და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 70%. ფრენები ხორციელდება 33 ავიაკომპანიის მიერ და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 103%. მიმართულებების კუთხით, თებერვალში გვაქვს 56 მიმართულება მსოფლიოს 28 ქვეყანაში, როდესაც 2019 წელს იყო 70 მიმართულება 29 ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ შეადგინა 80%, ხოლო ქვეყნების რაოდენობა კი აღდგა 97%-ით”, - აცხადებს ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში შეხვედრები აქვთ დაგეგმილი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოტენციალზეც იქნება საუბარი.

“საქართველოს დელეგაციას, რომელიც აეროპორტების გაერთიანებითაა წარმოდგენილი, დაგეგმილი აქვს პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება ჩვენი ქვეყნის ავიაბაზრის სიახლეებზე, არსებულ და დაგეგმილ საავიაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის. ველოდებით საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.