მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის განვითარება არის საამიროების ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი – KPI Aviation Marketing Solution

5ef0ff3e0fec8
თამთა ჯიჯავაძე
22.06.20 23:30
863
ავიაციის განვითარება, არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი, – ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში #საუბრებიავიაციაზე ფორმატში გიორგი მოლოდინაშვილთან KPI Aviation Marketing Solution-ის მმართველმა დირექტორმა ჯორჯ კარამანოსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ავიაციაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ მოხდება საამიროების ეკონომიკის განვითარება და მთავრობა ძალიან აქტიურად ეხმარება როგორც ავიაკომპანიას, ასევე აეროპორტებს კრიზისის დაძლევაში.

„ავიაკომპანიებს მოუხდათ გარკვეული ზომების მიღება, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში და ნაწილობრივ შემცირდა სამუშაო ადგილები. ამასთან, მთავრობას აქვს ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ ის ყველანაირად დაეხმარება როგორც ავიაკომპანიებს, ასევე აეროპორტებს ამ კრიზისის გადალახვაში და ნორმალური მუშაობის პირობების დაბრუნებაში“, – აღნიშნა ჯორჯ კარამანოსიმ.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა ეხმარება ავიასაწარმოებს რომ ბაზარზე შეიქმნას მოთხოვნა, – „ამ დღეებში უკვე დაანონსდება ის თუ სრულად როდის გაიხსნება ქვეყანა ტურისტებისთვის და როგორც მოხდება ასევე ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება, რაც რეალურად საავიაციო ბაზარზე შექმნის მოთხოვნას.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ აქ არის ძალიან დიდი ჰაბები და მგზავრთანაკადის შექმნა არ არის დამოკიდებული არაბთა გაერთიანებულს საამიროებზე, არამედ ეს დიდწილად დამოკიდებულია თუ როგორ მოხდება სხვადასხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა. გარდა ამისა, მგზავრთნაკადის შექმნა დამოკიდებულია პანდემიის დონეზე სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მან.