არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქარის ელექტროსადგურების პირველი მასშტაბური პროექტი წამოიწყო და ახალი ტექნოლოგიებით დაბალსიჩქარიანი ქარის ათვისებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი განახლებადი ენერგიების გენერაციის აჩქარებაა, ვიდრე მომდევნო თვეში COP28-ს, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას, უმასპინძლებს.
104-მეგავატიან პროექტს ენერგეტიკული კომპანია Masdar გაუძღვება და ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე გაშლის. ქარის სადგურების ქსელი ჯამში ყოველწლიურად 23000 სახლს მოამარაგებს ელექტროენერგიით. როგორც Masdar-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს პროექტი, საშუალოდ, 120 ათასი ტონა ნახშირბადის გამოყოფას ჩაანაცვლებს, რაც მაგისტრალიდან 26 ათასი ავტომობილის გაქრობის ეკვივალენტურია.
Masdar-ის წარმომადგენელი იმასაც განმარტავს, რომ ქარის ახალ ტურბინებს ენერგიის გენერაცია დაბალ სიჩქარიანი ქარის საშუალებითაც შეეძლება, რაც ინოვაციური მიგნებაა და მაღალი სიცხისა და ტენიანობის მიუხედავად ქარის ენერგიის გამომუშავების საშუალებას აჩენს.
გაერთიანებული საამიროები ქარის ტურბინათა ქსელის პროექტებთან ერთად, ატომურ და მზის ელექტროსადგურებზეც მუშაობს, რის გამოც ქვეყანა ნულოვანი ემისიების მიღწევას 2071-წლისთვის გეგმავს.