მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს გერმანია-საამიროების ახალი შეთანხმება?

uae

გერმანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ინვესტიციების, ხელოვნური ინტელექტისა და ენერგეტიკის სფეროებში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებებს გააფორმებენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საამიროების ყოფილი ელჩის, ხოლო ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის, ლანა ნუსეიბეს განცხადებით, დოკუმენტებზე ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს.

როგორც ირკვევა, ორმხრივი შეთანხმებები ოფიციალურად საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. ნუსეიბეს განმარტებით, ინიციატივა ტექნოლოგიური თანამშრომლობის სპეციალურ ჩარჩოს მოიცავს, რომელიც მკვლევრებსა და ინვესტორებს გააერთიანებს. ამასთან, მხარეები განახლებადი ენერგიის, წყალბადის წარმოებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ პარტნიორობას გააფართოებენ.

საყურადღებოა, რომ გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არანავთობპროდუქტების წლიური სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით $15.5 მილიარდს შეადგენს. ორი ქვეყნის მიერ სტრატეგიული ქსელების გაფართოება ირანის ომით გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ტრანსფორმაციამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები