მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში

12

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე.

"სერ ბანი იასის ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები