საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან ქორთნი ოსტრიანთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.




























