მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მაკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ემირის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

ასევე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და დადასტურდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები