მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს - ბოჭორიშვილი

12

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა. ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორივე ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის.

„ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ამ შემთხვევაში, ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სწორედ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე განვიხილოთ პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მისივე განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ვიეტნამიდან ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები