მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - დაწერა კობახიძემ X-ზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს.

ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები