31.მარტი .2022 22:17

ავსტრალია რუსეთსა და ბელარუსს იმპორტის ტარიფს უზრდის

ავსტრალია რუსეთსა და ბელარუსს იმპორტის ტარიფს უზრდის
views 1028
უკან

ავსტრალია რუსეთს და ბელარუსს იმპორტირებულ საქონელზე დამატებით ტარიფს უწებს. კერძოდ, ამ ქვეყნებიდან შეტანილ ყველა სახის პროდუქციაზე ქვეყანა დამატებით 35%-იან ტარიფს მოითხოვს.

ამას გარდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პარტნიორებთან მჭიდროდ იმუშავებენ იმისთვის, რათა რუსეთმა საკუთარი ქმედებისთვის პასუხი აგოს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს სიტყვითაც მიმართა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შედეგად რუსეთის საერთაშორისო კომპანიების დიდმა ნაწილმა დატოვა.