მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია რუსეთისგან Sputnik V-ის ვაქცინის მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

60633688dd521
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 21:10
821
ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრია რუსეთისგან მილიონი დოზა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V-ის შეძენას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინას ევროპის წამლების სააგენტოსგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, ვაქცინების საკითხი გეოპოლიტიკური ნიშნით არ უნდა განიხილებოდეს.

„ერთადერთი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, არის ის, არის თუ არა ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სებასტიან კურცის ადმინისტრაციის ცნობით, მოსკოვი მზადაა, ავსტრიას ვაქცინის მილიონი დოზა აპრილში მიჰყიდოს.

როგორც გამოცემა წერს, რუსული Sputnik V-ი უკვე 58 ქვეყანაში გამოიყენება. კლინიკური კვლევების მიხედვით, რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 92%-ს უტოლდება.