მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი - რა სიახლეს აანონსებენ შემოსავლების სამსახურში?

63f46fac0bd47
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.23 11:34
1569
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, უწყების სერვისების 90% გაციფრულებულია და მათ მოდიფიცირებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს. ამის შესახებ ვლადიმერ ხუნდაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელს ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი გააქტიურდება, რომელიც ბიზნესებს განაცხადების საფუძველზე შემოწმების შედეგად მიენიჭებათ.

„ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი კომპანიების სტატუსია, რომელიც წარმატებული პროექტია განვითარებულ ქვეყნებში. დარგის მიუხედავად შედგენილია საკმაოდ დიდი კითხვარი, რომლის მიხედვით ბუღალტერიის გამართულობას, უსაფრთხოების საკითხებს და ყველა სტანდარტის გამართულობას ვამოწმებთ და ვანიჭებთ ამ სტატუსს. ორი კომპანია უკვე გვყავს. რით სარგებლობენ ეს კომპანიები? - გამარტივებული საბაჟო კონტროლით, ანუ ჩვენ ამ კომპანიას ნაკლებრისკიანად მივიჩნევთ, სხვა კომპანიებთან მიმართებით ისინი ბევრად ნაკლებ შემოწმებას გადიან... ამის ყველაზე დიდი ბენეფიტი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ვაპირებთ, რის შემდეგაც ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე კომპანია გამარტივებული წესებით ისარგებლებს იმ ქვეყანაში, ვისთანაც ხელშეკრულება გვაქვს, ანალოგიურად იმ ქვეყანაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ჩვენთან ისარგებლებს ამ ბენეფიტებით“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციითვე, მარტიდან მებაჟე ოფიცრების საქმიანობას ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს, რომელიც რამდენიმე თვეში ექსპორტის 70%-ს დაფარავს.

„მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც 6 თვის წინ დავიწყეთ. მზარდ ეკონომიკურ აქტივობაზე დაკვირვებით ის რუტინული საქმე, რომელსაც მაგალითად მებაჟე ოფიცერი გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს, შევეცადეთ გადაგვეტანა ხელოვნური ინტელექტისკენ, რომ ჩვენი თანამშრომლები ბევრად უფრო შინაარსობრივ მხარეს შესჭიდებოდნენ. ვფიქრობ, მარტის შუა რიცხვებში დავიწყებთ და პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გაშვებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ჩვენი ექსპორტის 70% მოვიცვათ. რობოტი შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც აქამდე მებაჟე ოპერატორი აკეთებდა, ამავე დროს ის შეძლებს თითქმის იმავე რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას...“ - განმარტა ხუნდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები