28.ნოემბერი .2020 18:15

“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელის რჩევა მათ, ვისაც ინვესტირება სოფლის მეურნეობაში სურს

“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელის რჩევა მათ, ვისაც ინვესტირება სოფლის მეურნეობაში სურს
views 4582
უკან

სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი რჩევას აძლევს დამწყებ ბიზნესმენებს, ვისაც ინვესტირება მაგალითად სოფლის მეურნეობაში სურს.

როგორც მან გადაცემა “Forbes კვირაში” განაცხადა, დღეს სახელმწიფო პროგრამები საკმაოდ დიდ შესაძლებლობას იძლევა და რამდენიმე პროგრამის ერთად გამოყენებაც შესაძლებელია, ამიტომ მეწარმის მხრიდან პრაქტიკულად მხოლოდ სესხის აღებაა საჭირო.

“მინდა ვურჩიო ყველა მეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნაობაში ინვესტირებით არის დაინტერესებული. სოფლის მეურნეობაში უკვე საგარანტიო მექანიზმითაც შევდივართ: ანუ გვაქვს "დანერგე მომავალის" პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ასევე აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ერთად შეგიძლია გამოიყენოთ, ამასთან ამ სესხის უზურნველყოფაში უკვე შემოდის სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

გადამამუშავებელი საწამოს მშენებლობის შემთხვევაშიც სუბსიდირებაში შემოდის სოფლის განვითარების სააგენტო, უზრუნველყოფაში შემოდის "აწარმოე საქართველოში". ანუ ფაქტობრივად მეწარმის მხრიდან უნდა მოხდეს სესხის აღება და ამ სესხზეც უზრუნველყოფის 90%–ის ჩადება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. თუ სესხის აღება არ ხდება მეწარმის მიერ, გვაქვს 30 ათას ლარიანი გრანტები, “ჯიტას” აქვს 100 ათას ლარიანი გრანტები.

ჩემი აზრით, სახელმწიფო პროგამების ეს მენიუ არის ძალიან მდიდარი და უბრალოდ საჭიროა მათი კარგად შესწავლა, რისთვსიაც ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ დაინტერესებულებს”,– აცხადებს მიხეილ ხიდურელი.