მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო მასალების მწარმოებლები, შესაძლოა, საერთაშორისო გამოფენებზე წავიყვანოთ" - "აწარმოე საქართველოში"

64804fe68d225
გიგა ბენია
08.06.23 00:32
754
სტატიაში საუბარია:
პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დასრულდა. მას 2019 წლიდან ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებდა.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან შეხვედრები გაიმართა და კომუნიკაციის შედეგად გაჩნდა შესაძლებლობა, სამშენებლო მასალების მწარმოებლები საერთაშორისო გამოფენებზე წარდგნენ.

„კლასტერების პროგრამაში ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იმ კუთხით იყო, რომ სექტორების მობილიზება შევძელით. ბოლო პროექტი, რომელიც მახსენდება, სამშენებლო მასალების მწარმოებლებთან შეხვედრაა. ამ შეხვედრაზე კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა. ამასთან, შესაძლებლობა გაჩნდა, საერთაშორისო გამოფენებზე სამშენებლო მასალების მწარმოებლები წავიყვანოთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ამასთან, მიხეილ ხიდურელი მცირე და საშუალო ბიზნესმენების გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ის აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

"ბარიერი, რომელსაც კომპანიები აწყდებიან ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქტის ექსპორტზე გატანაა. ვიცით, როდესაც საწარმო ოპერირებას იწყებს, ექსპორტზე პროდუქციის გატანას რამდენიმე წლის შემდეგ იწყებს. ეს რამდენიმე წელი მაქსიმალურად ბევრი ცოდნის მიღების წლად უნდა იყოს გამოყენებული და ბიზნესებს ნულიდან ვასწავლით როგორ გაიტანონ პროდუქცია ექსპორტზე, რა რეგულაციები დააკმაყოფილონ, როგორი მარკეტინგი და შეფუთვა ჰქონდეთ, რა ბაზრებზე უნდა გააკეთონ აქცენტი და ა.შ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ჩვენი „ექსპორტის ტექნიკური მხარდამჭერი“ პროგრამა, სადაც კომპანიებს დაახლოებით 10-ათასი ევროს ფარგლებში ვუფინანსებთ მარკეტინგის, შეფუთვის, ბრენდინგის, უცხოური ბაზრების ქსელებში შესვლის თანადაფინანსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რთული ბარიერი შედარებით მსუბუქად გადალახონ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები