მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლად გარემონტებული "თბილისი მარიოტი" სტუმრების მისაღებად ემზადება

5efb602564511
BM.GE
30.06.20 19:53
2110
თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე- იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ სასტუმრო „თბილისი მარიოტს“, სადაც დაგხვდებათ ის გარემო, რომელშიც, უკვე 100 წელია, ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობს.

2019 წელს განვაახლეთ სასტუმროს 127 ნომერი, მათ შორის - Deluxe, Executive, Junior suite, Patio suite, Vice-presidential, Presidential, აქ მშვიდ რუხ, ყავისფერ და კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის თითოეული ნომრის სივრცეს. რბილი და სასიამოვნო ქსოვილები, კედლებზე ხავერდის რბილი ზედაპირი და სასიამოვნო განათება საინტერესოდ ირეკლება ულამაზეს სარკეებში. ეს ყველაფერი კი, დადებითისკენ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. აქვეა ტყავის კომფორტული სავარძლები და სამუშაო მაგიდა თქვენი საქმიანობისთვის, ისევე როგორც მარმარილოს აბაზანა და კომფორტული საშხაპეები დასვენებისა და რელაქსაციისთვის.

2020 წელს სასტუმრო თბილისი მარიოტმა განაახლა ლობი, კვებისთვის განკუთვნილი ღია და დახურული სივრცეები, ხოლო საკონფერენციო დარბაზები განახლების პროცესშია. 15 ივნისიდან, თბილისი მარიოტი სტუმრებს მასპინძლობს ახლად გარემონტებულ სასტუმროს ნომრებში, ღია ეზოსა და კაფე-რესტორან პარნასში.

იმისთვის რომ, ამ რთული პერიოდის შემდეგ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჯგუფური და ინდივიდუალური მოთხოვნებისთვის შევქმენით სპეციალური, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული შეთავაზებები. გთხოვთ იხილოთ თითოეული შეთავაზების დეტალები:

2020 წლის ზაფხულის სპეციალური შეთავაზებები

Chill Out Package for two - 200 დოლარი ორ ადამიანზე
• ერთი ღამე თბილისი მარიოტში
• ჯანსაღი სმუზი
• ჯანსაღი ლანჩი ღია ეზოში
• სარელაქსაციო მასაჟი
• სილამაზის პროცედურები
• ვახშამი
• დილის იოგა ტერასაზე
• საუზმე



Day Use rate for Office Use – 50 დოლარი :

• ოთახი 9:00-დან 18:00 საათამდე
• უფასო ყავა/ჩაი ოთახში
• 50 გვერდამდე ბედვა უფასო
• უფასო ინტერნეტი
• 30% ფასდაკლება კვებასა და სასმელებზე
• მოიცავს 18% დღგ-ს


Healthcare Hero Rate

• თბილისი მარიოტი მადლობას უხდის  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს  გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის COVID-19 პანდემიის პერიოდში და სთავაზობს განსაკუთრებულ ფასებს სასტუმროში. 

(NS)