მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიები? - რეიტინგი

648c0baf48012
ლიკა მეგუთნიშვილი
17.06.23 00:00
1247

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი 2000 კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით შეფასდა: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 50.8 ტრილიონი, მოგებამ 4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ 231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ 74 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ამერიკულმა Forbes-მა Global 2000-იდან სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი ცალკე გამოყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით წლევანდელ Global 2000-ის რეიტინგში სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები ნამდვილად დაწინაურდნენ რაც თავისთავად პანდემიის შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება. მიუხედავად შედეგების გაუმჯობესებისა, როგორც ირკვევა ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენა კვლავ დიდია და 2023 წლის სიაში წამყვან ხუთას კომპანიას შორის ადგილის შენარჩუნება მხოლოდ McDonald’s-მა და Starbucks-მა შეძლეს.

Forbes-ის Global 2000-ის სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდეს კომპანიებს შორის პირველ ადგილას მაკდონალდსი ხვდება, რომელიც წლებია, კვების მსოფლიო ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას არ თმობს. მაღალხარისხიანი პროდუქციით, ინოვაციებითა და სანდოობით გამორჩეული ბრენდის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, რაც ცხადია კომპანიის შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.

მაკდონალდსის შემოსავალმა გასულ წელს 23.4 მილიარდი, ხოლო მოგებამ 6.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივების მოცულობა 52 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 216.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიებს შორის მეორე ადგილზე სტარბაქსი ხვდება. ყავის მოყვარულების საყვარელი ბრენდი, ამ ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიებს შორის მუდმივად პოზიციონირებს.

ამჟამად სტარბაქსის შემოსავალი 34 მილიარდ დოლარს აღწევს, მოგება კი 3.6 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. სტარბაქსის აქტივების მოცულობა 28.6 მილიარდს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 123 მილიარდ დოლარს უტოლდება.

კოვიდრეგულაციების მოხსნასთან ერთად, სასტუმროების სექტორის სამი უმსხვილესი კომპანია რეიტინგში შემოსავლების ორნიშნა წლიური ზრდით დაბრუნდა. Marriott-ი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მესამე უმსხვილესი წარმომადგენელია, რომელმაც შემოსავლები გასულ წელს 8.3 მილიარდიდან, 22.2 მილიარდამდე, ხოლო მოგება 1.1 მილიარდიდან 2.7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Marriott-ის აქტივები 25 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო საბაზრო ღირებულება 53.6 მილიარდი დოლარს უდრის.

სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს შორის მე-4 პოზიციაზე ხვდება Compass Group-ი. კორპორაციული კვების მსოფლიო ქსელი, რომელსაც ფილიალები ათეულობით ქვეყანაში აქვს გახსნილი და საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს ემსახურება. კომპანიის შემოსავალი 32.5 მილიარდი, მოგება კი 1.4 მილიარდი დოლარია. აქტივების მოცულობა 21 მილიარდ დოლარს აღწევს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 45.5 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

2022 წელი რეკორდული აღმოჩნდა აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის, რომლის ჯამურმა შემოსავალმა 55 მილიარდს დოლარს მიაღწია და 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს 25%-ით გადააჭარბა.

კაზინო-სასტუმროების კომპანიებიდან რეიტინგში ყველაზე მეტი პოზიციით MGM Resorts-ი დაწინაურდა, რომელიც სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდეს კომპანიების რეიტინგში მეხუთე ადგილას ხვდება.

კომპანიას 14.1-მილიარდიანი შემოსავალი და თითქმის 2 მილიარდიანი მოგება აქვს, აქტივების ჯამური მოცულობა 43.5 მილიარდ დოლარს შეადგენს საბაზრო კაპიტალიზაცია კი 15.7 მილიარდი დოლარია.

რეიტინგის ათეულში კი დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

Sodexo: შემოსავალი: $23.9 მილიარდი; მოგება: $831.9 მილიონი; აქტივები: $21.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.5 მილიარდი;

Hilton Worldwide Holdings: შემოსავალი: $9.38 მილიარდი; მოგება: $1.25 მილიარდი; აქტივები: $15.2 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $38.27 მილიარდი;

Chipotle Mexican Grill: შემოსავალი: $8.98 მილიარდი; მოგება: $1 მილიარდი; აქტივები: $7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $55.9 მილიარდი;

Carnival Corporation: შემოსავალი: $14.9 მილიარდი; მოგება: -$4.9 მილიარდი; აქტივები: $51.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $12.6 მილიარდი;

Restaurant Brands International: შემოსავალი: $6.6 მილიარდი; მოგება: $1 მილიარდი; აქტივები: $22.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $22.2 მილიარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები