მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBS-მა $7.6 მილიარდის მოგება მიიღო, თუმცა ბირჟაზე შვეიცარიული ბანკის აქციები მკვეთრად ეცემა

63d9098920006
გიორგი თოლორდავა
31.01.23 23:29
710
უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS-მა ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, გასული წლის IV კვარტალში ბანკმა $1.7 მილიარდის მოგების გენერირება შეძლო, გასული წლის საერთო მოგება კი 7.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

მიუხედავად დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგებისა, საფონდო ბირჟაზე UBS-ის აქციები მკვეთრად ეცემა - ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში შვეიცარიული ბანკის შეფასება თითქმის 3.5%-ით შემცირდა და ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 68 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აქციების შემცირება UBS ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ პროგნოზთანაა დაკავშირებული. 2023 წლისთვის ბანკი შემოსავლების მკვეთრ შემცირებას მოელის, რაც მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, რუსეთ-უკრაინის ომითა და გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობით იქნება განპირობებული.

„მართალია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გაზრდილი განაკვეთები ბიზნესის საკრედიტო მხარეს ხელს უწყობს, თუმცა ასეთ გარემოში მნიშვნელოვნად იკლებს ახალი ინვესტიციები და პროექტები, რაც საერთო ჯამში შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება“, - აცხადებს UBS-ის გენერალური დირექტორი, რალფ ჰამერსი.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.