მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში დაძლეულია - პრემიერი

5ef5bca2cb8ed
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 13:22
963
აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის მიღწევები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ.

"დღეის მდგომარეობოთ შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორე მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები თხილის პლანტაციებში 2016 წელს გაჩნდა, რის შედეგადაც ქართულმა თხილმა საექსპორტო პოზიციები დათმო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლოს ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 100 მილიონი ლარია დახარჯული.