ბაკურიანი 2021 წელს Ski Cross მსოფლიო თასის პირველი ეტაპს უმასპინძლებს. ამის შესახებ skigeorgia.ge წერს.
გამოცემის ინფორმაციით, AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ი ბაკურიანში 2021 წლის 5, 6 და 7 თებერვალს გაიმართება.
"შეჯიბრი “დიდველზე” ახალ აშენებული საბაგიროს მიმდებარედ გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ახალი გზა ეწყობა. ჩემპიონატი FIS (მსოფლიოს სათხილამურო ფედერაცია) წესებითა და რეგულაციებით დაცვით ჩატარდება. აღსანიშნავია რომ ღონისძიებისათვის შემუშავებულ იქნება COVID-19-ს სპეციალური პროტოკოლი.
გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა FIS -ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, 20 სექტემბერს. ქართველი კოლეგების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა, საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო", – წერს skigeorgia.ge.
Audi FIS Ski Cross World Cup Bakuriani (GEO) 2021 ჩემპიონატის წინასწარი პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია.