02.ოქტომბერი .2019 10:10

ბანკების ასოციაცია: სებ-ის გადაწყვეტილება ლარის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს

views 363
უკან

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების სარეზერვო ნორმა უმცირდებათ, გაცვლით კურსზე დადებითად აისახება.

"რეზერვის შემცირება გააიაფებს უცხოურ ვალუტაში სესხის მოზიდვას და უფრო მეტ ვალუტას გააჩენს ბაზარზე და ლარზე მოთხოვნას გაზრდის. ეს შეგვიძლია ვიგულისხმოთ, როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი სხვა ქმედებებთან ერთად - პირველი იყო ინტერვენცია და შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რომელიც დადებითად მნიშვნელოვნად უნდა აისახოს როგორც კურსზე, ასევე ინფლაციაში დევალვაციის ასახვის რისკზე.

მგონია, რომ ეს შემდგომ, კურსის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იმოქმდებს", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო ნორმა 30-დან 25%-მდე შეუმცირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა