მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს სებ-ის მომავალი პრეზიდენტი? - ალექსანდრე ძნელაძის მოსაზრება

63edf729bc641
ინგა მურუსიძე
16.02.23 13:46
640
სტატიაში საუბარია:
მარტის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის 7-წლიანი ვადა ეწურება. კობა გვენეტაძე პოსტს ტოვებს.

BMG-მ საბანკო ასოციაციის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ძნელაძეს ჰკითხა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტი:

„ძალიან რთული შესაფასებელია იმ თვალსაზრისით, რომ ის მარეგულირებელია და საბანკო ასოციაცია კომერციული სექტორი. ისინი ყოველთვის სხვადასხვა პრიზმიდან უყურებენ ყველა საკითხს, იქნება ეს რეგულაცია, თუ ახალი კანონი. შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობა, რომელიც ეროვნულ ბანკს მისი ჩამოყალიბებიდან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს და აქვს, კვლავ ჰქონდეს. მუდმივად, მათ შორის რთულ საკითხებთან მიმართებაშიც იდისკუსიონ.

ამ დისკუსიასთან მიმართებით ყოველთვის უნდა ვისმენდეთ კრიტიკულ შეფასებებსაც და კრიტიკულ ხედვებსაც, რომელიც შესაძლებელია განსხვავებული იყოს ორივე მხარეს. შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანწილად ეს შენარჩუნებული იყო და იმედი მაქვს, გამჭვირვალობა შენარჩუნდება. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ინოვაციური პროექტები, რომელიც მიმდინარეობს ეროვნულ ბანკში და ჩვენც მუდმივად გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები