მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სებ-ის დამოუკიდებლობა კანონითაა უზრუნველყოფილი, იმედი მაქვს ეს პოლიტიკური გარჩევის საგანი აღარ გახდება” - საბანკო ასოციაცია

649859c1aaddb
ანუკა ჯოხაძე
25.06.23 20:47
521
სტატიაში საუბარია:
Ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ახლა, ახალი სტატუსით აგრძელებს საქმიანობას. Სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფაქტი იმისა, რომ ის საქართველოს მთავრობაში მუშაობდა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, მისი, როგორც მთავრობის წევრის ბექგრაუნდი კი სებ-ს ეფექტიან კოორდინაციაში დაეხმარება.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვთ არც საბანკო ასოციაციაში. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყო მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილება და ამ საკითხზე საუბარს წერტილი უნდა დაესვას. მისი თქმით, ასოციაცია ნათია თურნავასთან შეხვედრის მოლოდინშია და იმედოვნებენ, რომ ეროვნული ბანკის გუნდი სრულად უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება.

“ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის კანონით უზრუნველყოფილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აღარ გახდება ეს საკითხი პოლიტიკური გარჩევის საგანი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მკვეთრი განცხადება და ამ საკითხს წერტილი დაესმება. რეალურად უკანასკნელ პერიოდში ეს მსჯელობა, რომელიც იყო და ეს განხილვები, რომელიც მიმდინარებდა კრიტიკულად არ ცვლის საბანკო სექტორისთვის ეროვნული ბანკის მდგომარეობას.

არც იზრდება მისი უფლებამოსილება და არც მცირდება. აქ იყო მენეჯმენტის გადანაცვლებასთან დაკავშირებით განხილვა, რომელმაც არ უნდა შექმნას ასეთი აჟიოტაჟი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მოკლე ვადაში აღარ იქნება განხილვის საგანი”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები