მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ნაკლებად ელის

ალექსანდრე ძნელაძე

„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ ეროვნული ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ნაკლებად ელის.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 11 სექტემბერს არის ჩანიშნული.

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებისთვის საჭირო მონაცემები არის, მაგრამ რეგიონში გაზრდილი რისკების და საარჩევნო წლის გათვალისწინებით, როგორც საქართველოში, ისე - რეგიონსა და მსოფლიოში, სებ-ი სიფრთხილეს გამოიჩენს.

„არ არის მარტივი წელი. რეგიონში გაზრდილია რისკები... აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ არსებობს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს - ინფლაციის ტემპი შემცირებულია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც საკმაოდ კარგ ნიშნულზეა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ და იქვე დასძინა, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები