მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის მკვეთრ რყევებს არ ველოდებით – "საქართველოს საბანკო ასოციაცია"

თიბისი კაპიტალი

“საქართველოს საბანკო ასოციაცია“ ლარის კურსის მკვეთრ რყევებს არ ელოდება. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნოდ გაუფასურების მიმართულებით ლარის კურსის რყევის გაზრდილ რისკებს შეეხებოდა.

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ არჩევნების წნეხი, ჯერჯერობით, ლარის კურსზე არ ასახულა და იმედოვნებს, რომ შემდეგი ორი თვის განმავლობაშიც ნაკლები წნეხი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, მართოს მდგომარეობა, რათა ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ექსპორტ-იმპორტის ნაწილში არ არის მკვეთრი განსხვავება წინა წლის პერიოდთან შედარებით და ვერ გეტყვით, რომ რაიმე ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი.

სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე ლარის კურსის გარკვეული ცვლილებები ხდება, რადგან ამ პერიოდში იზრდება იმპორტის ნაკადი და უფრო მეტია წნეხი... ეს არის სტანდარტული ფაქტორები, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება.

ლარის კურსი არის თავისუფალ ვაჭრობაში. პირდაპირპროპორციულად მოთხოვნა-მიწოდებაზე რეაგირებს და აქედან გამომდინარე, მოლოდინებში ცვლილებებიც კი აისახება კურსზე, მაგრამ ექსპერტების მოლოდინები დღეს უფრო მყარად არიან ლარის კურსთან მიმართებით, ვიდრე 3-4 თვის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მკვეთრ რყევებს არ ველოდებით“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის: 5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6972 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.93 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9931 ლარი გახდა. 1.51 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5501 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.

აგვისტოში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - თვის მიმოხილვა

თიბისი კაპიტალის მოლოდინები ლარის კურსზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები