მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში უმოქმედო სესხები მცირდება

60f809bf340c2
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.21 19:30
960
კომერციულ ბანკებში უმოქმედო სესხების წილი მცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, ბანკებში უმოქმედო იყო მთლიანი სასესხო პორტფელის 7.6%. შედარებისთვის მარტში ეს მაჩვენებელი მთლიანი სესხების 8.5%-ს შეადგენდა. თანხობრივად, უმოქმედო სესხების მოცულობა 3 მილიარდი ლარია.

უმოქმედო სესხების შემცირება საფინანსო სისტემაში გაჯანსაღებაზე მეტყველებს. 2021 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკი პროგნოზირებდა, რომ წელს უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიანი პორტფელის 10%-საც მიაღწევდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს პროგნოზი არ რეალიზდება.

კონკრეტული თვეების მიხედვით, უმოქმედო სესხების დინამიკა ასეთი იყო:

იანვარი 2021 - 8.4%;
თებერვალი 2021 - 8.4%
მარტი 2021 - 8.5%;
აპრილი 2021 - 8.0%;
მაისი 2021 - 7.6%

ცალკეული სეგმენტების მიმართულებით, მხოლოდ ორი კატეგორიის უმოქმედო სესხებზე არის დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი. კერძოდ, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 8.8%-ია. იპოთეკურ სესხებში კი უმოქმედო სესხების წილი 6.6%-ს შეადგენს.