მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკები

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 2026 წლის ივლისის მდგომარეობით ერთმანეთზე სულ 842 მილიონი ლარი აქვთ გასესხებული - ამის შესახებ ბანკების მიერ წარდგენილი 7 თვის ფინანსური დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.

ბანკთაშორისი სესხების ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 724%-ით, ანუ 740 მილიონი ლარით არის გაზრდილი. შედეგად, ამ მიმართულებამ საბანკო სექტორის 77-მილიარდიან სასესხო პორტფელში 1.09%-ის წილი დაიკავა, შედარებისთვის გასულ წელს ბანკთაშორის სესხებზე მთლიანი საბანკო კრედიტების მხოლოდ 0.15% მოდიოდა.

ეს არის სესხები, რომლებსაც თავად კომერციული ბანკები იღებენ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად. როგორც ფინანსური მაჩვენებლიდან ირკვევა, ბანკთაშორისი სესხები ძირითადად ლარში გაიცემა, რომლის წილიც ამ კრედიტებში 99%-ს აღემატება.

ბანკთაშორისი სესხების სტატისტიკა წარმოდგენილია მთლიანად სექტორისთვის და მასში არაა მითითებული უშუალოდ რომელ კომერციულ ბანკებს აქვთ აღებული აღნიშნული სესხები. ამ კრედიტების საშუალო განაკვეთი 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 8.28%-ია.

რაც შეეხება მთლიანობაში დაკრედიტების მაჩვენებლებს, მისი წლიური ზრდა 13.3%-ია, საიდანაც უფრო მაღალი ტემპი - 15% აქვს საცალო სეგმენტს, ხოლო ბიზნეს კრედიტების წლიური ზრდა კი 12.1%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები