მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

5f102b6fbe881
BM.GE
16.07.20 14:24
913
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გასული კვირის ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია დღეს მან ჟურნალისტებს ოფიციალურად დაუდასტურა.

კითხვაზე, თქვა თუ არა კომახიძემ საარჩევნო სიაში მოხვედრის შესახებ უარი, ის ასე პასუხობს:

„არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შემოთავაზებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.