მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, დაიღუპა

6347ef23b344d
ინგა მურუსიძე
13.10.22 14:55
2277

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევას ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი ჩაუვარდათ წყალში და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ორი მოზარდი, რომლებიც ნიუჰსპიტალსა და იაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ხეჩინაშვილის კლინიკაში კი, სადაც ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო მეორის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. მერის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება უკვე დაიწყო და კანონის ფარგლებში ყველა დაისჯება.

„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მერიის შესაბამისმა სამსახურმა ექსპლუატაციაში პროექტი, კალაძემ უპასუხა, რომ ცხადია, პროექტი შემოწმებული იყო. „დიდი ხანია პროექტი დასრულებულია, უბრალოდ ჩვენ გუშინ მივედით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ახლად რეაბილიტირებული შადრევანის დასათვალიერებლად თბილისის მერი კახა კალაძემ გუშინ იყო მისული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები