მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ვაკის პარკის, ვერის ბაღის და გლდანის ტბის რეაბილიტაცია იგეგმება - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ვაკის პარკის, ვერის ბაღის და გლდანის ტბის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას დედაქალაქის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

„10 მილიონი ლარია გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, სამხედრო ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, ასევე ვერის ბაღის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, რომელიც წელს გვინდა დავიწყოთ, სრულად გვინდა განვაახლოთ და მოვაწესრიგოთ.

ასევე გლდანის ტბისთვის გამოიყოფა თანხები, რომ აღნიშნული სივრცე მთლიანად განახლებული და მოწესრიგებული იყოს. დაგეგმილი გვაქვს ასევე სხვადასხვა სკვერების განახლება, გამგეობები იქნებიან ჩართული. იცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მწვანე სივრცეები და მათი განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები