მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის რეაბილიტაციის დროს 4 მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეები იჯარას არ გადაიხდიან - კალაძე

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან საიჯარო გადასახადისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია რუსთაველის გამზირის N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები