მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ფიქსირდება ფარმაცევტული კომპანიების ჯგუფური დომინირება - ირაკლი ლექვინაძე

6193681e314f4
ინგა მურუსიძე
16.11.21 12:23
685
ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბაზარზე ფიქსირდება კომპანიების ჯგუფური დომინირება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც მედიკამენტების ფასებისა და ხარისხთან დაკავშირებით კანონით რეგულირების საკითხზე მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით ბაზარზე ფიქსირდება კომპანიების ჯგუფური დომინირების მოცემულობა. გვაქვს ასევე ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც შეფასდა ჩვენს ანგარიშში და გარდა ამისა ის სისტემა, რომელიც გულისხმობს რეცეპტის და დანიშნიულების პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ ვთვლით, რომ ჰოლდინგური სტრუქტურები უფრო ატარებს კომერციულ ხასიათს, ვიდრე მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანის შესაძლებლობას და ეს პრობლემურ წერტილად მიგვაჩნია.

ასევე ვფიქრობთ, რომ არსებული რეცეპტის და დანიშნულების სისტემა არ არის გამომხატველი მოქალაქის საუკეთესო არჩევანის და მდგომარეობის და ვთვლით, რომ ამ ნაწილში საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ რეცეპტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ელექტრონული, ის უნდა იყოს ჯენერიკული და მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმისთვის, რომ მისი დანახარჯი შემცირდეს, როცა მედიკამენტების შეძენისას ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.