მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკმა BlueOrchard-ისგან 15 მლნ ევრო მოიზიდა

6368a813ec879
BM.GE
07.11.22 10:37
438
ბაზისბანკმა და BlueOrchard Finance-ის ფონდმა, BlueOrchard Microfinance Fund-მა, ხელი მოაწერეს 15 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ბაზისბანკი და BlueOrchard-თან 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს და, დღემდე, BlueOrchard-მა 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ბაზისბანკის მხარდასაჭერად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით.

ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისა და BlueOrchard Microfinance Fund-ის ახალი თანამშრომლობის შედეგად, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად განაგრძობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

BlueOrchard-ის შესახებ
BlueOrchard 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა, როგორც მსოფლიოში პირველი მიკროსაფინანსო ინვესტიციების კომერციული მენეჯერი, რომელმაც, დღემდე, 100-ზე მეტ ქვეყანაში 9,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი არის პირველი და დღესდღეისობით ყველაზე დიდი კერძო და სრულად კომერციული მიკროსაფინანსო საინვესტიციო ფონდი მსოფლიოში. BOMF-ის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტები აერთიანებს 28 მილიონზე მეტ მიკრო მეწარმეს 50-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც უზრუნველყოფენ სასესხო კაპიტალს, დანაზოგებს, დაზღვევას და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის 2022 წლის სექტემბრისთვის.

ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 29-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3 მილიარდ ლარამდე შეადგენს.
(R)