მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD-ის SME მეწარმეობის ანგარიშში საქართველო 12-დან 11 კრიტერიუმში ლიდერობს

OECD

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 12 სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც ბიზნესებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ამ 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.

კვლევის პრეზენტაცია 13 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და კვლევა ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა. საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შემდეგი მიმართულებებით აქვს საუკეთესო შედეგები:

ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო; ოპერაციული გარემო; გადახდისუუნარობა და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია; ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები; ინოვაციური პოლიტიკა.

OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ აღნიშნულია, რომ „პოსტ COVID-ის სწრაფი ეკონომიკური აღდგენით, გლობალურად არის აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნესგარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომით და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები