„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ არ განვიხილავთ რაიმეს შეძენას“ - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, BM.ge-ის კითხვას - აქვს თუ ინტერესი „თიბისი ბანკს“ „ქართუ ბანკის“ ყიდვის მიმართულებით.
„ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიციები გვაქვს ბაზრის წილებთან დაკავშირებით და ჯერჯერობით, არ ვფიქრობთ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რაიმე ტიპის შენაძენს განვახორციელებთ, რადგან ამ მხრივ, ბაზრის საკმაოდ კომფორტულ წილებს ვფლობთ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ: როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალი entrepreneur-თან ინტერვიუში თქვა, ის წლებია "ქართუ ბანკის" გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ გაყიდა.
მისივე თქმით, ის ამბობს, რომ ბანკი ნომინალურ ფასად გაყიდოს.
"ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა.
ისევე, როგორც ჩემი საქმიანობის სხვა სფეროებში, არც „ქართუ“ ბანკს უწარმოებია აგრესიული ბიზნესი, რაც, ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი, ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშეებისთვის. „ქართუს“ ხელი არავისთვის შეუშლია. პირიქით − როცა „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა და არსებობდა რისკი, რომ ეს მთელ საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა, სრულიად უხმაუროდ შევისყიდე ეს ბანკი და მისი უიმედო ვალდებულებები „ქართუმ“ გადმოიბარა. „ქართუს“, სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია ჭარბი მოგება.
„ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთი“ ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით „ქართუს“ ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება", - ამბობს ივანიშვილი.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?