მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის ახალი პრეზიდენტის დროულ დანიშვნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

6427e395b667e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 12:24
722
სტატიაში საუბარია:
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დროული დანიშვნა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობდა. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ამის მაგალითად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება მოიყვანა და აღნიშნა, რომ როდესაც ინფლაციის ტრენდი ნარჩუნდება სებ-მა განაკვეთი უნდა შეამციროს. ამისთვის კი მარეგულირებლის ხელმძღვანელის არჩევა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც დროულად მისაღებია. მაგალითად იგივე რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც იგივე ეროვნული ბანკის კანონის მიხედვით დამოკიდებულია ინფლაციაზე.

ორი სტრატეგია არსებობს: ერთი, როდესაც ინფლაცია ჩამოვა 3%-ზე მაშინ თქვა, რომ მოდი, შევამცირებ საპროცენტო განაკვეთს და მეორე, „ცოტა რისკიანი“ გადაწყვეტილება, როდესაც იცი, რომ თვიდან თვემდე ინფლაცია შემცირებულია, თქვა, რომ ტრენდია და მოდი შევამციროთ და არ დაელოდო წლიური ინფლაცია როდის ჩამოვა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხები ლარში აქვს აღებული, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებსაც, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი მათ საპროცენტო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვფიქრობ, რომ სებ-ის პრეზინდეტის დროული დანიშვნა ამ გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუწყობდა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები