მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა იანვარში 235 მილიონის მოგება მიიღეს - ბანკების რეიტინგი

ბანკი

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის იანვარში 235 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2023 წელთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, საბანკო სექტორის მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე - "თიბისისა" და "საქართველოს ბანკზე" მოდის. უფრო დეტალურად, საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 121 მილიონი ლარი შეადგინა, "თიბისი ბანკის" წმინდა მოგება კი 86 მილიონი ლარი იყო.

8 მილიონი ლარი იყო ლიბერთი ბანკის წმინდა მოგება იანვრის განმავლობაში, ასევე 8 მილიონს შეადგენდა "ბაზისბანკის" წმინდა მოგებაც.

  1. საქართველოს ბანკი - 121.4 მილიონი ლარი;
  2. თი–ბი–სი ბანკი - 85.9 მილიონი ლარი;
  3. ბაზის ბანკი - 8.0 მილიონი ლარი;
  4. ლიბერთი ბანკი - 8.0 მილიონი ლარი;
  5. პროკრედიტ ბანკი - 4.4 მილიონი ლარი;
  6. ქართუ ბანკი - 3.3 მილიონი ლარი;
  7. ტერა ბანკი - 1.8 მილიონი ლარი;
  8. კრედო ბანკი - 1.7 მილიონი ლარი;
  9. იშ ბანკ - 1.7 მილიონი ლარი;
  10. ხალიკ ბანკი - 1.1 მილიონი ლარი;
  11. პაშაბანკი - 0.6 მილიონი ლარი;
  12. ზირაათ ბანკი - 0.2 მილიონი ლარი;
  13. პეისერა - -0.1 მილიონი ლარი;
  14. სილქ ბანკი - -0.4 მილიონი ლარი;
  15. ვი–თი–ბი ბანკი - -2.6 მილიონი ლარი.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, სამი ბანკი ზარალზეა, ესენია "პეისერა ბანკი", "სილქ ბანკი" და "ვითიბი ბანკი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები