"ჩვენ საერთაშორისო სანქციებით ვმოქმედებთ", - ამის შესახებ BMG-ის "თიბისი ბანკში" განუცხადეს. როგორც უმსხვილეს ბანკში აღნიშნავენ, ბანკი ამ დრომდე აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად მოქმედებს.
"ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების, კერძოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად", - განაცხადეს "თიბისი ბანკში".
სანქციების დაცვას გააგრძელებენ "საქართველოს ბანკშიც".
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.