მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: როგორ შეხვდნენ აღდგომას მართლმადიდებელ ქვეყნებში და "რატომ არის საქართველო განსხავებული?"

5e9bf05d6a24a
BM.GE
19.04.20 10:26
14575
ბრიტანული გამოცემა BBC სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს როგორ შეხვდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები აღდგომის დღესასწაულს მსოფლიო პანდემიის COVID 19-ის პირობებში. გამოცემა აღნიშნავს, რომ წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვნის ტრადიცია შეიცვალა იმ აკრძალვების გამო, რომელიც რიგ ქვეყნებში პანდემიის გამოა დაწესებული.

გამოცემა წერს, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალი მრევლის გარეშე ჩატარდა და მას შეზღუდული რაოდენობის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეხვდნენ მართლმადიდებლურ აღდგომას მსოფლიოს გარშემო?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დათანხდა, დაერღვია ტრადიცია და მოუწოდა მილიონობით მორწმუნეს, ტაძარში არ მისულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მლოცველები ყოველ წელს აღდგომას სწორედ ეკლესიაში გვიან ღამის ლიტურგიაზე ხვდებიან. ამ წელს ლიტურგია მხოლოდ მღვდლებისა და სხვა სასულიერო მსახურების თანდასწრებით ჩატარდა.

უკრაინაში პოლიცია აკონტროლებდა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიას, რათა თავიდან აერიდებინდა მრევლის დიდი რაოდენობის ერთად შეკრება.

საბერძნეთში ხელისუფლება დრონებსა და სხვა საშუალებებს იყენებს სიტუაციის გასაკონტროლებლად. როცა წმინდა ცეცხლი შაბათს საღამოს ათენში ჩაიტანეს, ცეცხლი მხოლოდ ათენში იერუსალიმის პატრიარქთან წაიღეს, სხვა ეკლესიებში არ გაუვრცელებიათ. ეკლესიამ მხარი დაუჭირა აკრძალვებს, პოლიცია კი აკონტროლებს, რომ ბერძნები შაბათ-კვირას ნათესავებს არ ესტუმრნონ.

ეგვპტის კოპტურმა მართლმადიდებელი ეკლესიის პაპმა კი პარასკევის ლოცვა დიდი შეკრების გარეშე ერთ-ერთ მონასტერში კაიროში ჩაატარა. წირვა ტელევიზიით გადაიცემოდა.

რუმინეთში ადამიანები გააფრთხილეს, რომ მათ სახლების დატოვების უფლება არ ექნებოდათ შაბათის ღამის ლიტურგიაზე წასასვლელად იმ მიზნით, რომ წმინდა ცეცხლს დახვედროდნენ. წმინდა ცეცხლს ის მორწმუნეები მიიღებენ, რომლებიც ამას ინდივიდუალურად მოითხოვენ.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა ხალხის გაადადგილება შეზღდულიყო.

სერბეთსა და მონტენეგროში ეკლესიამ მოსახლეობა გააფრთხილა, დარჩენილიყვნენ სახლში.

თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ისინი არ გამოიყენებენ ძალას მორწმუნეების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მათ აღდგომა სახლებში აღნიშნონ.

რატომ არის საქართველო განსხვავებული?

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების მიუხედავად სამების ტაძარმა აღდგომის ღამეს მრევლი მიიღო.

საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ.

ის პირები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც თავის მხრივ სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ გამონაკლისი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის? ათასობით ადამიანი თავისუფლად აგრძელებს ეკლესიაში სიარულს ჯერ კიდევ კრიზისის დასაწყისიდან“,- წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ მღვდლები აგრძელებენ ზიარების ცერემონიალს საერთო კოვზებით.

„ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობა, რომ 2 მღვდელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის მიუხედავად აღდგომის ღამის ლიტურგია მაინც ჩატარდა“,- წერს bbc.

აქვე აღნიშნულია, რომ სამების საკათედრო ტაძარმა მიმსვლელები კომენდანტის საათის მიუხედავად მაინც მიიღო.