მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განგაშის და პანიკის საფუძველი არ არის - ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალ შტამზე

მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - აზარაშვილი

განგაშის და პანიკის საფუძველი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კორონავირუსის ახალ შტამზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც, კორონავირუსის ახალი შტამი EG.5 ვრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული შტამის არცერთი შემთხვევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არ დადასტურებულა.

„დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსს უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული და არ არის არანაირი განგაშის და პანიკის საფუძველი. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არც უნდა მახვილდებოდეს. თვეების წინ ჩვენ საერთოდ კოვიდ-აღრიცხვაც გავაუქმეთ. ამის საჭიროება არ არის.

ის, რაც კოვიდშტამების დასახელებებია - EG.5 თუ სხვა, არის მეცნიერების სწავლის საგანი და არანაირად არ უნდა აისახოს მოსახლეობისთვის ზედმეტი ინფორმაციის მიწოდებაზე. არაფერი არ ხდება... თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს. ის რაც იყო, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის განმეორების საფუძველი არ იკვეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები