მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

633451637044d
ინგა მურუსიძე
28.09.22 17:47
1365
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არაოფიციალური ვიზიტით, აფხაზეთის რეგიონში იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები